1.
პროექტის
სახელწოდება: ლაშქრობა ჯიხეთის
დედათა მონასტერში.
2.
პროექტის მთავარი იდეა: გაუღვიძოთ მოსწავლეებს ძველი ისტორიული ძეგლებისადმი სიყვარული. შევამოწმოთ მოზარდებში ფიზიკურად
როგორ არიან მომზადებული რამდენად ამტანიანები ვართ.
3.
პროექტის აქტუალობა: პროექტი მნიშვნელოვანია იმით რომ მოსწავლეებს უვითარებს
გამძლეობას და წინააღმდეგობების გადალახვის უნარი.
4.
პროექტის მიზანი: ჯიხეთის დედათა მონასტერი მდებარეობს სოფელ, ჯიხეთში ნიგოეთის მთაზე, ლანჩხუთიდან 6 კილომეტრში. მონასტერი დაარსებული XIX საუკუნის მიწურულს, მთავარი ღვთისმშობლის მიყვანების ტაძარი 1896 წელსაა აგებული ოზურგეთელი ილარიონ მენაბდის მიერ. ყოველ 4 დეკემბერს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს- მონასტერში იმართება დღესასწაული- ჯიხეთობა. აქ უამრავი ტურისტი და მომლოცველი დადის. პროექტის მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ მონასტრის ისტორიას, ასევე ბავშვებს განუვითარდეს ისეთი ჩვევები როგორიცაა: გარემოს
დაცვა, მასზე მოხდეს გარემოს გაფრთხილების უნარის განვითარება.
5.
ვადები / ხანგრძლივობა: ორი კვირა.
6.
სამიზნე ჯგუფი: 13 წელი;
7.
მოსალოდნელი
შედეგები: მოსწავლეები შეიძენენ ლაშქრობისათვის აუცილებელ უნარ- ჩვევები;
8.
ძირითადი რესურსები:
ფოტო აპარატი, სამგზავრო ჩანთა, ღამის
გასათევად კარავი, საძილე ტომარა , ფარანი, კომპასი, ერთჯერადი ჭიქები და თეფშები.
9.
პროექტის
მსვლელობა:
აქტივობა 1 _ შევარჩევთ პროექტის თემას;
აქტივობა 2 _ ჯგუფების შედგენა და დავალებების
გადანაწილება;
აქტივობა 3 _ საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობა
_ დავადგინოთ გამგზავრების რიცხვი, თავშეყრის ადგილის განსაზღვრა,
საჭირო ინვენტარის მომზადება ღამის გასათევი ადგილის შერჩევა, დღიურების, ჩანახატების გაკეთება, ქცევისა და უსაფრთხოების
წესების დადგენა.
აქტივობა 4 _ ლაშქრობაში გამგზავრება;
აქტივობა 5 _ მოპოვებული ინფორმაციების, გადაღებული სურათების დალაგება.
ჩანახატების გაკეთება, ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება;
აქტივობა 6 _ პროექტის პრეზენტაცია;
აქტივობა 7 _ მონაწილეთა შეფასება.
კრიტერიუმი
|
პირობითი ჩათვლა
|
ჩათვლა
|
წარმატებული ჩათვლა
|
ლაშქრობის დროს უსაფრთხოების წესების
დაცვა.
|
ლაშქრობებზე არ
შეუძლია დაიცვას პირადი უსაფრთხოების წესები.
|
ლაშქრობებზე იცავს როგორც პირადი უსაფრთხოების დაცვის საყოველთაოდ მიღებულ წესებს;
|
ლაშქრობებზე იცავს როგორც პირად, ასევე თანაგუნდელთა უსაფრთხოებას
და იყენებს უსაფრთხოების დაცვის საყოველთაოდ მიღებულ წესებს;
|
მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული
მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა.
|
არ შეუძლია დამოუკიდებლად
მიიღოს გადაწყვეტილება.
|
შეუძლია მიიიღოს
გადაწყვეტილება, საჭიროების შემთხვევაში ურთიერთობს უცხო ადამიანებთან.
|
დამოუკიდებლად შეუძლია მიზნის დასახვა,
გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან
ურთიერთობა.
ზრუნავს სუსტებზე.
|
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
სპორტი
სპ. VII-
IX 5. მოსწავლეს შეუძლია
მონაწილეობა მიიღოს სპორტულ აქტივობებში; რომლებიც
აუმჯობესებს მის ჯამრთელობას .
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობას
იღებს სხვადასხვა ხანგრძლივობისა და სირთულის ლაშქრობებში.
სპ VII-IX. 6 სპორტულ
აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელოვანი უნარ- ჩვევები როგორიცაა მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება მიზანდასახული მოქმედება, პრობლემების გადაჭრა ადამიანებთან
ურთიერთობა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·
ისახავს მიზანს და ცდილობს ამ მიზნის განხორციელებას. აქტიურად
მონაწილეობს გარემოს დაცვაში უვლის ნარგავებს ზრუნავს ცხოველებზე, ასაკით უმცროსებს უხსნის გარემოს ქცევის წესებს (ნაგვის დაყრა ნარგავების დაზიანება, ცხოველების მოვლა)
სპორტული ლაშქრობების დროს ზრუნავს
სუსტებსა და უმცროსებზე.
11.
პროექტის
ხელმძღვანელი: ბადრი ნიშნიანიძე
No comments:
Post a Comment