გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ვისწავლოთ ფეხბურთის თამაში                   
საგანი/პედაგოგი
სპორტი/ბადრი ნიშნიანიძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი/  მე 5 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
6 მოსწავლე/სსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         კიდევ ერთხელ დავანახოთ და შევახსენოთ მოსწავლეებს ფეხბურთი როგორც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახე.                                                               
·         მოსწავლეებში გუნდურობისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარება.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         მოსწავლეებში ბურთის  დაუფლების ტექნიკის ფლობა;
·         ბურთის ტარება, ტერფის შიდა და გარეთა  ტერფის გამოყენებით.

სპ.V.2. მოსწავლეს ფიზიკური აქტივობისას შეუძლია წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევევა (გდაადგილება, მანიპულირება, წონასწორობის შენარჩუნება).

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           იყენებს სხვადასხვა გუნდური თამაშის (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, რაგბი) ძირითად ილეთებს, წესებს, ხმოვან სიგნალებს;
·           გადაადგილებისას იჭერს და ზუსტად გადასცემს ბურთს თანაგუნდელს.
შეძლებს  თამაშის დროს ბურთის ტარებას და მის კონტროლს.

სპ.V.4. ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           ასრულებს თავის ფუნქციას და იღებს პასუხისმგებლობას გუნდურ თამაშებში მონაწილეობის დროს;
·           ცდილობს იყოს ლიდერი გუნდში, ამასთანავე, ითვალისწინებს თამაშში მონაწილეთა ინტერესებს;

წინარე ცოდნა
ზოგადი ფიზიკური მომზადება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ შეფასების სქემის მიხედვით,  გამოვიყენებ   განმავითარებელ შეფასებას - სიტყვიერი კომენტარის სახით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სპორტული მოედანი პატარა ზომის ალმები ბურთები.
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ელექტრონული პრეზენტაცია.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
გაკვეთილი  A  ფაზა.  გამოწვევა

აქტივობა 1 _ ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება  _ 5  წუთი     პრეზენტაცია    ეხება   ქართული ფეხბურთის ისტორიის საწყის ეტაპს.

აქტივობა   2 სპორტულ მოედანზე  ორგანიზებული  გასვლა_ 5 წუთი                                                              

აქტივობა  3_ მოთელვითი   ვარჯიშები .                 5  წუთი            

აქტივობა 4   მოსწავლეების  გადანაწილება      მოედანზე   საჭირო რაოდენობის ბურთებით უზრუნველყოფა .   3  წუთი          

გაკვეთილის   B  ფაზა   ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა    5 _ წყვილებს შორის  ბურთების   გადაცემა, ტერფის შიდა და გარეა ნაწილით  .  10   წუთი            

აქტივობა 6 _ ნახევარ მინდორზე ორმხრივი თამაში  .   12   წუთი      

გაკვეთილი    C  ფაზა    შემაჯამებელი                                            

აქტივობა      7      კითხვა პასუხი                     გასაუბრება .                                               საშინაო დავალება     ორგანიზებული კლასის  გაშვება .     5წუთი.

1 comment:

  1. ძალიან კარგად აგებული გაკვეტილია,გათვლილია დრო ბავშვებზე სწორად არის მიცემული დავალებები.

    ReplyDelete